ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 26. კომისიის დაფინანსება
1. კომისია თავისი ფუნქციების შესრულებისას და მარეგულირებელი უფლებამოსილებების განხორციელებისას ფინანსურად დამოუკიდებელია „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ კანონის შესაბამისად.
2. კომისია ყოველი წლის ბოლომდე ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც ასახული უნდა იყოს კომისიის ყველა ხარჯი, მათ შორის, კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ხელფასები, სხვა სახის ფინანსური სარგებელი და კომისიის შემდეგი წლისთვის დაგეგმილი სხვა ტიპის საბიუჯეტო ხარჯები.
3. კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისთვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც შესაბამისი ლიცენზიატები და სხვა რეგულირებული საწარმოები იხდიან „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით დადგენილი პირობების შესაბამისად.
4. კომისია ყოველი წლის 15 სექტემბრამდე ლიცენზიატებისგან და სხვა რეგულირებული საწარმოებისგან იღებს მომავალი წლის საქმიანობის მოცულობის ან/და ბრუნვის პროგნოზს, რის საფუძველზედაც ადგენს რეგულირების საფასურს იმ ოდენობით, რომელიც საკმარისი იქნება კომისიის ბიუჯეტით გათვალისწინებული ყველა ხარჯის დასაფარავად „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით.
