Статья 46. სათემო მაუწყებლობის მიზანი
Редакция №83 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2026 г.
1. სათემო მაუწყებლობა უნდა: ა) ემსახურებოდეს თემის ინტერესებს; ბ) უზრუნველყოფდეს მაუწყებლობის პროცესში იმ საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობას, რომელსაც იგი ემსახურება; გ) უზრუნველყოფდეს შესაბამისი მომსახურების ზონაში მცხოვრები უმცირესობების მოსაზრებების გაშუქებას.
2. სათემო რადიომაუწყებლობისათვის სიხშირულ სპექტრს ანაწილებს კომისია. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მაუწყებლობის შესახებ
