1.კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორია იყოფა საეთერო მაუწყებლობის მომსახურების ზონებად.
2.ლიცენზიის მფლობელმა უნდა უზრუნველყოს რადიოსიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობა მისი მომსახურების ზონის მოსახლეობის არანაკლებ 90%-ისათვის.
3.ეროვნული რადიომაუწყებლობისა და ადგილობრივი რადიომაუწყებლობისათვის ლიცენზია ცალ-ცალკე გაიცემა. საქართველოს 2015 წლის 12 ივნისის კანონი №3691 - ვებგვერდი, 15.06.2015წ.

