1.კომისია მედიამომსახურების მიმწოდებლებთან, ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებსა და საზოგადოების წარმომადგენლებთან კონსულტაციების საფუძველზე, საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით იღებს მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსს.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ზღუდავს მედიამომსახურების მიმწოდებლებსა და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებლებს, საკუთარი ინიციატივით, ერთობლივად ან დამოუკიდებლად შეიმუშაონ მათ მიერ საქმიანობის განხორციელებისას ქცევის წესები. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3448 – ვებგვერდი, 18.07.2023წ. მუხლი 51. ევროპული წარმოების პროდუქციის ხელშეწყობა 1. ტელემაუწყებელი ვალდებულია, სადაც ეს შესაძლებელია, უზრუნველყოს სატელევიზიო დროის (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) უმეტესი ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა. ევროპული წარმოების პროდუქციისთვის დათმობილი დროის ეს ნაწილი გამოიყენება პროგრესულად, შესაბამისი კრიტერიუმების საფუძველზე, მაყურებლისა და მსმენელის წინაშე მაუწყებლის საინფორმაციო, საგანმანათლებლო, გასართობი და კულტურული ვალდებულებების გათვალისწინებით.
2.მაუწყებელმა თავისი სატელევიზიო დროის სულ მცირე 10% (ახალი ამბების პროგრამებისთვის, სპორტული მოვლენებისა და თამაშებისთვის, რეკლამისთვის, ტელეტექსტისა და ტელეშოპინგისთვის გამოყოფილი დროის გამოკლებით) ან შენაცვლებით თავისი პროგრამების ბიუჯეტის სულ მცირე 10% ტელემაუწყებლისგან დამოუკიდებელი პროდიუსერების მიერ შექმნილ ევროპული წარმოების პროდუქციას უნდა დაუთმოს.


