1.სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის შერწყმის, მიერთების ან გაყოფის შემთხვევაში ამ ლიცენზიაზე მისი უფლება მის უფლებამონაცვლეზე გადადის. საჭიროების შემთხვევაში უფლებამონაცვლეზე ძველის სანაცვლოდ გაიცემა შესაბამისი ლიცენზია.
2.განცხადებას ლიცენზიის შეცვლის შესახებ თან ერთვის: ა) იურიდიული პირის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება; ბ) მზღვეველის – უფლებამონაცვლის სახელმწიფო რეგისტრაციის დოკუმენტის ასლი.
3.თუ იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტებში შეიტანება ცვლილებები, რომლებიც არ საჭიროებს იურიდიული პირის ხელახალ რეგისტრაციას, ამ დოკუმენტების ასლები გაეგზავნება სამსახურს.
4.მზღვეველი ვალდებულია საფირმო სახელწოდების, ადგილსამყოფლის შეცვლისა და სადამფუძნებლო დოკუმენტებში ცვლილების შეტანის შესახებ წერილობით აცნობოს სამსახურს და წარუდგინოს მას სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
5.მზღვეველი ვალდებულია: ა) მნიშვნელოვანი წილის გასხვისებისას სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს გარიგების შესახებ და წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ზ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია, აგრეთვე მონაცემები/ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის შემძენი პირის ფინანსური მდგომარეობისა და ფულის წარმოშობის შესახებ გარიგების ღირებულების ფარგლებში; ბ) რეორგანიზაციის ან/და ფილიალის (წარმომადგენლობის) დაარსების შემთხვევაში სამსახურს წინასწარ წერილობით აცნობოს შესაბამისი ინფორმაცია/წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (რეორგანიზაციისას წარდგენილი უნდა იქნეს ასევე შერწყმის ან გაყოფის დასაბუთება და პირობები). 5 1 . ცვლილების შემთხვევაში მზღვეველი ვალდებულია სამსახურს წინასწარ წარუდგინოს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია/ინფორმაცია.“; 5 2 . სამსახური მზღვეველს დასაბუთებულ უარს ეუბნება ამ მუხლის მე-5 და 5 1 პუნქტებით გათვალისწინებული წერილობით წარდგენილი დოკუმენტაციის/ინფორმაციის მიღებიდან 10 დღის ვადაში. დასაბუთებული უარის ამ ვადაში მიუღებლობის შემთხვევაში თანხმობა გაცემულად ჩაითვლება.






