ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 161. ავტორიზაცია
1. ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე ახალი ავტორიზაციის ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემამდე. ამასთანავე, ასეთი საწარმო (გარდა წარმოების ლიცენზიატისა, ამ მუხლის მე-2 პუნქტითა და ამ კანონის 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით. 1 1 . თუ ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატი, რომელიც ამ კანონის 73-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად გათავისუფლებულია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის განცალკევებასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულების ვალდებულებისგან, ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მიმართავს კომისიას ავტორიზაციის მიზნით, მაგრამ ვერ დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებსა და მოთხოვნებს, კომისია იღებს ზომებს ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის სათანადო ხარისხის მომსახურების გაწევის უზრუნველსაყოფად. 1 2 . ამ მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით კომისია უზრუნველყოფს დროებითი ღონისძიებების შემუშავებას, მათ შორის, სატარიფო მეთოდოლოგიაში სათანადო ცვლილებების შეტანას, რათა ხელი შეუწყოს შესაბამისი აქტივების ისეთი ლიცენზიატების მიერ ოპერირებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
