1.
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.მენეჯმენტის გეგმას, რომელიც განსაზღვრავს დაცული ტერიტორიის დაზუსტებულ საზღვრებს, ზონებს, მათ ტერიტორიულ ორგანიზებას, დამხმარე ზონის (ბუფერული ზონის) და დაცვის, მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის, განათლების, რეკრეაციის, ტურიზმის, ადმინისტრაციისა და სხვა საქმიანობის ინტეგრალური განვითარების პროგრამას და ბიუჯეტს, შეიმუშავებს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარუდგენს დაცული ტერიტორიების სააგენტო დაცული ტერიტორიის შექმნისას, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში (დაცული ტერიტორიის შექმნის უკიდურესი მიზანშეწონილობის და გარანტირებული საბიუჯეტო სახსრების არარსებობის პირობებში, როდესაც აუცილებელია დონორი ან სხვა არასაბიუჯეტო ორგანიზაციების სახსრების მოზიდვა) – შექმნიდან 3 წლის ვადაში.
3.მენეჯმენტის გეგმა თითოეული დაცული ტერიტორიის თავისებურებიდან გამომდინარე ადგენს ტერიტორიის ამოქმედების სხვადასხვა ეტაპზე მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ადგილობრივი ფინანსური სახსრების გენერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს. გეგმა მუშავდება მისი დანერგვის სხვადასხვა ვადისათვის; ან ვადის გასვლის შემდეგ მუშავდება განახლებული მენეჯმენტის გეგმა.
4.დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმას, განახლებულ მენეჯმენტის გეგმას ან დროებითი რეგულირების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2118 - სსმ I, №51, 06.12.2005 წ., მუხ.336 საქართველოს 2007 წლის 27 აპრილის კანონი №4683 - სსმ I, №16, 07.05.2007 წ., მუხ.125 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5629 - სსმ I, №48, 27.12.2007 წ., მუხ.419 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4392 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №4 76 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2307 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1671 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
—