Статья 14. წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა
1. წყლის დაცვის ღონისძიებები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, აგრეთვე ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტებიდან − მათი კომპეტენციიდან გამომდინარე.
2. წყლის დაცვის ღონისძიებები იგეგმება მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით – ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტების გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების საფუძველზე – „გარემოს დაცვის შესახებ“, „წიაღის შესახებ“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ" და „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. ქვეყნის მდგრადი განვითარების სტრატეგიის, გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის, რეგიონალური, უწყებრივი და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა პროგრამებისა და საქმიანობის ობიექტთა გარემოს დაცვის სამენეჯმენტო გეგმების შედგენის წესსა და პერიოდულობას განსაზღვრავს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობა.
3. წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვა მოიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ ღონისძიებათა შემუშავებასა და ინტეგრირებას: ა) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ბ) მულტიმუნიციპალური/მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების გეგმებში ან/და გენერალურ გეგმებში; გ) განსახლებისა და განვითარების გეგმებსა და პროექტებში; დ) ინფრასტრუქტურულ პროექტებში; ე) განაშენიანებისა და სექტორული განვითარების გეგმებში; ვ) დაცული ტერიტორიების სამენეჯმენტო გეგმებში; ზ) ტყის მართვის გეგმებსა და პერსპექტიულ გეგმებში; თ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტყის, მიწის, წიაღისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვის, გამოყენებისა და სარგებლობის გეგმებში, პროექტებსა და პროგრამებში.
4. წყლის დაცვის ღონისძიებათა დაგეგმვისა და განხორციელების დროს უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შემდეგ ძირითად მოთხოვნათა შესრულება: ა) წყლის ობიექტების დაცვა გაბინძურების, დანაგვიანების, დაშრეტის და სხვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, შეამციროს თევზის მარაგი, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს წყლის ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური თვისებების გაუარესება, ბუნებრივი თვითგაწმენდის უნარის დაქვეითება, წყლის ჰიდროლოგიური და ჰიდროგეოლოგიური რეჟიმის დარღვევა და სხვა არასასურველი შედეგები; ბ) მოსახლეობის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების, სახელმწიფო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის წყალზე; გ) განსაკუთრებული სამეცნიერო, ესთეტიკური და რეკრეაციული მნიშვნელობის წყლის ობიექტების დაცვა; დ) სასმელი და ტექნიკური წყალმომარაგების სათავე ნაგებობების სანიტარიული დაცვის ზონებში დადგენილი რეჟიმის განუხრელი დაცვა; ე) წყლის გამოყენებასთან დაკავშირებული სამუშაოების გარემოს მდგომარეობაზე გავლენის სარწმუნო პროგნოზირება, შეფასება და აუცილებელი ზომების განხორციელება გარემოსა და მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად; ვ) წყლის ცალკეული ობიექტებისათვის დაცული ტერიტორიის კატეგორიის მინიჭება; ზ) წყლის ცხოველთა სამყაროს სახეობრივი მრავალფეროვნების შენაჩუნება; თ) ზღვისა და წყლის სხვა ობიექტების, სანაპირო ზოლებისა და ზონების შენარჩუნება და დაცვა; ი) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ეფექტური ლიკვიდაცია.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
