„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 22. სამსახურის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა
1. ამ კანონით განსაზღვრული ძირითადი პრინციპების გათვალისწინებით, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის ეფექტიანი განხორციელების მიზნით სამსახური თანამშრომლობს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზანია სამსახურის მიერ ევროკავშირის დირექტივების, საერთაშორისო პრაქტიკისა და მეთოდოლოგიის დამკვიდრება და შესაბამისი გამოცდილების გაზიარება ამ სფეროში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა გულისხმობს სამსახურის კოორდინირებულ მუშაობას საჯარო დაწესებულებებთან, მათ შორის, იმ საჯარო დაწესებულებებთან, რომლებიც ახორციელებენ იმ სუბიექტების რეგულირებას/ზედამხედველობას, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოეთხოვებათ ფინანსური ანგარიშგების წარმოება ან/და საკუთარი ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ჩატარების უზრუნველყოფა.
