„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 22^1. სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაცია
1. ამ კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელებისას სამსახურს უფლება აქვს, სუბიექტთან/პირთან/აუდიტორთან/აუდიტორულ ფირმასთან კომუნიკაციის მიზნით მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, გაგზავნოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც სამართლებრივი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.
2. სამსახური ინფორმაციას/დოკუმენტს სუბიექტს/პირს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უგზავნის ან/და წარუდგენს მატერიალური ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით. ინფორმაციის/დოკუმენტის გაგზავნის ფორმას ირჩევს სამსახური.
3. ერთი დოკუმენტის რამდენჯერმე ან სხვადასხვა ფორმით წარდგენის შემთხვევაში მისი წარდგენის თარიღად მიიჩნევა ამ დოკუმენტის სუბიექტისთვის/პირისთვის/აუდიტორისთვის/აუდიტორული ფირმისთვის პირველად ჩაბარების თარიღი.
4. მატერიალური ფორმით წარდგენილ დოკუმენტს სამსახური აგზავნის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ რეესტრში მითითებულ იურიდიულ მისამართზე ან/და ფაქტობრივ მისამართზე. ამ დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში იგი სუბიექტს/პირს/აუდიტორს/გარიგების პარტნიორს/აუდიტორულ ფირმას გონივრულ ვადაში განმეორებით ეგზავნება. განმეორებით გაგზავნილი დოკუმენტის სუბიექტის/პირის/აუდიტორის/გარიგების პარტნიორის/აუდიტორული ფირმის მიერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებით გაასაჯაროოს ჩაუბარებელი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი ჩაბარებულად მიიჩნევა გასაჯაროებიდან მე-10 კალენდარულ დღეს.
