„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 25. პროფესიული ორგანიზაციისა და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოსთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
1. პროფესიული ორგანიზაცია ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანო იღებს წერილობით გაფრთხილებას, თუ იგი უარს აცხადებს სამსახურთან თანამშრომლობაზე ან განზრახ თავს არიდებს მას. ამ ქმედების განმეორების შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია პროფესიულ ორგანიზაციას ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელ ორგანოს ჩამოართვას ის უფლებები, რომლებიც მას მინიჭებული აქვს ამ კანონის მე-11 მუხლით განსაზღვრული აღიარების წესით.
2. ამ კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნების, ასევე პროფესიული სერტიფიცირებისა და განგრძობითი განათლების განხორციელების წესების დარღვევა გამოიწვევს პროფესიული ორგანიზაციის ან/და სპეციალიზებული გამოცდების განმახორციელებელი ორგანოს დაჯარიმებას 500-დან 5 000 ლარამდე.
