1.პირი პასუხს აგებს მხოლოდ იმ საიდუმლოების გამხელისათვის, რომლის დაცვაც მას ევალება სამსახურებრივად ან სამოქალაქო გარიგებით და რომლის გამხელა აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს უქმნის კანონით დაცულ სიკეთეებს.
2.პირი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ საიდუმლოების გამხელა მიზნად ისახავდა საზოგადოების კანონიერი ინტერესების დაცვას და დაცული სიკეთე აღემატება მიყენებულ ზიანს.
3.(ამოღებულია - 26.06.2025, №825);
4.პირს შეუძლია მოითხოვოს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დაცული უფლებების ხელყოფით მიყენებული ქონებრივი და არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6328 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №825 - ვებგვერდი, 27.06.2025წ. თავი IV. ცილისწამება






