Статья 15^13
1. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ნორმატიული აქტია საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანება, რომელიც მიიღება „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა კანონებისა და საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც საქართველოს საკანონმდებლო აქტით ან საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით არის გათვალისწინებული.
2. საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანების იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებსა და საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება საქართველოს სამთავრობო ან სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი ამ კანონის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. საქართველოს 2005 წლის 8 ივლისის კანონი №1893- სსმ I, №42, 29.07.2005წ., მუხ.302
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
