Статья 15^15
Редакция №49 Сверено с действующей редакцией · 22 окт. 2009 г.
1. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს ნორმატიული აქტია სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება, რომლის იურიდიული ძალა განისაზღვრება ამ კანონით.
2. სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ „სტანდარტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2947- სსმ I, №15, 16.05.2006წ., მუხ.100
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
