1.საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელი ორგანოები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე გამოსცემენ საავიაციო საშუალებების ყველა მფლობელისა და მომხმარებლისათვის სავალდებულო წესებს, ბრძანებებს, მითითებებს, ინსტრუქციებს, ცირკულარებს და სხვა ნორმატიულ და ინდივიდუალურ აქტებს საავიაციო საქმიანობის განხორციელების, საავიაციო საშუალებების წარმოების, სარემონტო სამუშაოების ჩატარების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის საკითხების რეგულირებისათვის და საავიაციო უშიშროების ღონისძიებების დაუყოვნებლივ განსახორციელებლად. 1 1 . სამოქალაქო საავიაციო საქმიანობა, გარდა ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქტებისა, რეგულირდება საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის მიერ მიღებული რეგულაციებით ან დირექტივებით დამტკიცებული სახელმძღვანელოებით, სახელმძღვანელო მასალებითა და პროცედურებით.
2.სხვა სამინისტროებისა და უწყებების ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულია აფეთქება, სროლა, მაღლივი კორპუსებისა და მოწყობილობების მშენებლობა, ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი, რადიოდაბრკოლებების შექმნა და უსაფრთხო საჰაერო მოძრაობისათვის სხვა სახიფათო სამუშაოების შესრულება, უნდა შეთანხმდეს საავიაციო საქმიანობის მარეგულირებელ ორგანოებთან. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2012 წლის 26 აპრილის კანონი №6093 – ვებგვერდი, 10.05.2012წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4620 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. მუხლი 9 1 . სააგენტოს სამართლებრივი აქტები 1. სააგენტოს დირექტორი გამოსცემს ნორმატიულ და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს ამ კანონით, საქართველოს სხვა სამართლებრივი აქტებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით გათვალისწინებულ შემთხვევებსა და ფარგლებში. 1 1 . სააგენტოს დირექტორი უფლებამოსილია ფრენის უსაფრთხოების მოთხოვნების ან/და საავიაციო უშიშროების მოთხოვნების გათვალისწინებით დაუშვას სამოქალაქო ავიაციის სფეროში მოქმედი ნორმატიული აქტებიდან გამონაკლისები შესაბამისი ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში.
2.სააგენტოს სამართლებრივი აქტები საჩივრდება მხოლოდ სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
