Статья 33
1. კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის პროექტს ამზადებს შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტი ან თვით ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანო. პარლამენტის რეგლამენტის პროექტს, ასევე პროექტს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების ან/და დამატების შეტანის შესახებ ამზადებს და წარადგენს პარლამენტის წევრი, საპარლამენტო ფრაქცია, პარლამენტის კომიტეტი.
2. საკანონმდებლო ინიციატივის ან ნორმატიული აქტის პროექტის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტსა და ნორმატიული აქტის მიღების (გამოცემის) უფლებამოსილების მქონე ორგანოს (მის სტრუქტურულ ერთეულს) უფლება აქვთ დაუკვეთონ ნორმატიული აქტის პროექტი სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციასა და დაწესებულებას (მათ შორის უცხოეთის დაწესებულებას), ცალკეულ სპეციალისტსა და სპეციალისტთა ჯგუფს (მათ შორის უცხოელებს).
3. საკანონმდებლო აქტის პროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვამდე საექსპერტო დასკვნისთვის შეიძლება გადაეცეს შესაბამისი დარგის სპეციალისტებს.
4. საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი (საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების გარდა) გადაეცემა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. იუსტიციის სამინისტრო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ორი კვირის ვადაში იძლევა დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიულ აქტებთან მისი შესაბამისობის თაობაზე. იუსტიციის სამინისტროს დასაბუთებული უარყოფითი დასკვნის შემთხვევაში კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის პროექტი შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან, რის შემდეგაც იგი საჭიროებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელახალ დასკვნას უპირატესი იურიდიული ძალის მქონე აქტებთან შესაბამისობის თაობაზე. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 17 თებერვლის კანონი №3350 - სსმ I, №4, 02.03.2004 წ., მუხ.10 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
