Статья 34
1. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის დასკვნის არსებობისას. კომიტეტის უარყოფითი დასკვნა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება პარლამენტის მიერ პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვის დაწყებისთვის. 1 1 . საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კანონპროექტს, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას, აგრეთვე მომავალ საფინანსო წელთან დაკავშირებულ ასეთ კანონპროექტს პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უგზავნის საქართველოს მთავრობას. კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება დასაშვებია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ. თუ საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში არ წარადგენს შენიშვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით, კანონპროექტი ჩაითვლება მთავრობის მიერ მოწონებულად და მთავრობის თანხმობა მიღებულად.
2. პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტის განხილვისას საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) სახელით გამოსვლის უფლება აქვს მხოლოდ მის მიერ სპეციალურად დანიშნულ პირს, რომელიც არ შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი.
3. საქართველოს პრეზიდენტის (საქართველოს მთავრობის) მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის კომიტეტს. კომიტეტი ვალდებულია განიხილოს იგი კომიტეტის უახლოეს სხდომაზე და გამოიტანოს დასკვნა. პარლამენტი კანონპროექტს განიხილავს კომიტეტის მიერ დასკვნის გამოტანის შემდეგ უახლოეს პლენარულ სხდომაზე.
4. საქართველოს პრეზიდენტის მიერ საკანონმდებლო აქტის პროექტის მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტში დაბრუნების შემთხვევაში პრეზიდენტის წარმოდგენილ ყველა შენიშვნას ერთიანად უნდა ეყაროს კენჭი. დაუშვებელია პარლამენტის მიერ პრეზიდენტის შენიშვნებში ცვლილებების შეტანა. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
