1.კანონპროექტი, რომელიც იწვევს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული კანონპროექტი – მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში ან საქართველოს მთავრობის თანხმობით.
