Статья 15. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურება
1. ჰაერსანაოსნო მონაცემები და ჰაერსანაოსნო ინფორმაცია მოიცავს ინფორმაციას საქართველოს საჰაერო სივრცისა და ღია ზღვის თავზე არსებული საჰაერო სივრცის შესახებ, სადაც საჰაერო მოძრაობის მომსახურებას საქართველო უზრუნველყოფს.
2. სააერნაოსნო მომსახურების საწარმო ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებისგან იღებს ჰაერსანაოსნო მონაცემებსა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციას, ახარისხებს, აერთიანებს მათ, ახდენს მათ რედაქტირებას (შინაარსის შეუცვლელად), ინახავს და დადგენილი ფორმატით აქვეყნებს და ავრცელებს მათ.
3. ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლებს და მათ უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს და ჰაერსანაოსნო მონაცემებისა და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
4. ჰაერსანაოსნო ინფორმაციის გაერთიანებულ პაკეტს საქართველოს სახელმწიფოს სახელით აქვეყნებს სააერნაოსნო მომსახურების საწარმო და იგი ყველასთვის ხელმისაწვდომია.
5. ჰაერსანაოსნო ინფორმაციით მომსახურების წესს ნორმატიული აქტით ამტკიცებს სააგენტო. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №822 – ვებგვერდი, 06.08.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
