Статья 14. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება
1. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურება მოიცავს საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტების, ეკიპაჟის საფრენოსნო შემადგენლობის წევრების, საჰაერო მოძრაობის მომსახურების ორგანოს, ძებნა-შველის ოპერაციებში ჩართული ორგანოს, აეროპორტების და საქართველოს საჰაერო სივრცის სხვა მომხმარებლების მეტეოროლოგიური ინფორმაციით უზრუნველყოფას.
2. საავიაციო მეტეოროლოგიური მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს სააგენტო.
3. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის მეტეოროლოგიური უზრუნველყოფის წესის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3185 - სსმ I, №17, 30.05.2006 წ., მუხ.130 საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4597 - სსმ I, №11, 10.04.2007 წ., მუხ.101 საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4217 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1038 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1818 - ვებგვერდი, 11.01.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საჰაერო კოდექსი
