Статья 13. სამინისტროს კომპეტენცია გარემოს დაცვის სფეროში
სამინისტროს კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გარემოს დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სახელმწიფო მართვა; გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნავთობისა, გაზისა და ბუნებრივი წყალბადისა) სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება; გ 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო მართვისა და კონტროლის განხორციელებაში მონაწილეობა; დ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ე) საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეთა აუზებსა და წყალსატევებში, შავი ზღვის ტერიტორიულ წყლებში, კონტინენტურ შელფზე და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში არსებული და მოსალოდნელი ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოდინამიკური პროცესების, გეოეკოლოგიური მდგომარეობის შეფასების და გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; ვ) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის რეგულირება; ზ) გარემოში რადიაციული ფონის მონიტორინგი; თ) დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, მოქმედებათა კოორდინირება და კონტროლი; ი) ბიოლოგიური მრავალფეროვნების მონიტორინგი; კ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ცხოველთა სამყაროს ობიექტების გარემოდან ამოღების რეგულირება; ლ) გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; მ) გარემოსდაცვითი განათლებისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა; ნ) გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადება; ო) გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის მომზადება; ო 1 ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემა; პ) გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ჟ) (ამოღებულია - 01.06.2017, №891); რ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვის გაცემა; რ 1 ) „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 2 ) ნარჩენების იმპორტის, ექსპორტის და ტრანზიტის ნებართვის გაცემა; რ 3 ) ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების იმპორტზე წინასწარ დასაბუთებული თანხმობის გაცემა; ს) საქართველოს ტერიტორიაზე „ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა შესახებ“ მონრეალის 1987 წლის ოქმით გათვალისწინებული ნივთიერებების მონიტორინგი; ტ) კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და კლიმატის ცვლილების შერბილების ღონისძიებების ორგანიზება; უ) ნარჩენების მართვის ორგანიზება; ფ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საქართველოს 1999 წლის 9 დეკემბრის კანონი №63 - სსმ I, №47(54), 09.12.1999წ., მუხ.239 საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №465 ა - სსმ I, №27, 17.07.2000წ., მუხ.86 საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №487 - სსმ I, №28, 24.07.2000წ., მუხ.88 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5604 - სსმ I, №47, 26.12.2007წ., მუხ.406 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4398 - ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5289 - ვებგვერდი, 05.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №469 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 18 სექტემბრის კანონი №2657 - ვებგვერდი, 02.10.2014წ. საქართველოს 2016 წლის 13 აპრილის კანონი №4955 - ვებგვერდი, 26.04.2016წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №891 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1698 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3283 – ვებგვერდი, 05.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №556 – ვებგვერდი, 15.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ივნისის კანონი №677 – ვებგვერდი, 16.06.2025წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
გარემოს დაცვის შესახებ
