ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა გამგებლობას განეკუთვნება : ა ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ; ბ ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის კოორდინაცია ; გ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის ორგანიზება , ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის რეგულირება და სახელმწიფო კონტროლი ; დ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე ლიცენზიის გაცემის წესის დადგენა და ამ წესის შესაბამისად ლიცენზიის გაცემა ; ე ) საქართველოში ცხოველთა სამყაროს დაცვის , მათი დერივატების , მათგან მიღებული პროდუქციის შემოტანის და საზღვრებს გარეთ გატანის წესის დადგენა , ამ ქმედებებზე ლიცენზიის გაცემა ; ვ ) ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობაზე გადასახადის განსაზღვრის წესისა და ზღვრული ოდენობის დადგენა ; ზ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სფეროში ერთიანი სამეცნიერო - ტექნიკური პოლიტიკის გატარება , ნორმატიულ - მეთოდოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება და დამტკიცება , ფუნდამენტური და გამოყენებითი სამეცნიერო - კვლევითი სამუშაოების ორგანიზება და დაფინანსება ; თ ) ეკოლოგიური კატასტროფებით , ეპიდემიებით და სხვა მიზეზებით დაზიანებული ცხოველთა სამყაროს საბინადრო გარემოს აღდგენა ; ი ) საქართველოს „ წითელი ნუსხის “ წარმოება ; კ ) დაცული ტერიტორიების შექმნა ; ლ ) ცხოველთა სამყაროს და მისი ობიექტებით სარგებლობის აღრიცხვის ერთიანი სახელმწიფო სისტემის ორგანიზება , ცხოველთა სამყაროს დაცვის მონიტორინგისა და სახელმწიფო კადასტრის წარმოების წესის დადგენა და წარმოება ; მ ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის რეგულირებისა და კონტროლის სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება ; ნ ) ცხოველთა სამყაროს დაცვის , აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის სახელმწიფო სტანდარტების , წესების , კვოტების და სახელმწიფო სტატისტიკის წარმოების წესის დადგენა ; ო ) ცხოველთა სამყაროს დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებათა დადება . საქართველოს 2003 წლის 6 ივნისის კანონი №2380 - სსმ I, №18 24.06.2003 წ., მუხ.120
Статья 10. საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა კომპეტენცია
Редакция №20 Сверено с действующей редакцией · 29 июн. 2023 г.
Нужна помощь с этим законом?
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.
