1.მცენარეთა დაცვის საშუალებების , მათი ზრდის სტიმულატორების , მინერალური სასუქებისა და სოფლისა და სატყეო მეურნეობაში გამოსაყენებელი სხვა პრეპარატების ხმარებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ცხოველთა სამყაროსა და მათი საბინადრო გარემოს დაცვის მოთხოვნები . მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებებისა და სხვა პრეპარატების გამოყენება , ცხოველთა სამყაროზე მათი მავნე გავლენის შემცირების მიზნით , შეხამებული უნდა იყოს აგროტექნიკურ , სასელექციო , გენეტიკურ , ბიოტექნიკურ , ბიოტექნოლოგიურ და სხვა ღონისძიებათა განხორციელებასთან .



