1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.
1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის ლიცენზირების სახელმწიფო სისტემას ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სამინისტრო, რომელთანაც ფუნქციონირებს საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.სამინისტროსთან არსებული საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს ფუნქციაა ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობისათვის ლიცენზიის მისაღებად წარმოდგენილი განცხადებების, პროექტებისა და კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაციის განხილვა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გამოტანა, რაც ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით.
3.საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭო დაკომპლექტებულია შესაბამისი სამინისტროების, უწყებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლებით.
4.საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს დასკვნების საფუძველზე ლიცენზიას აფორმებს, სახელმწიფო რეგისტრაციაში ატარებს, გასცემს, ჩამოართმევს და სახელმწიფო რეგისტრაციიდან ხსნის სამინისტრო.
5.საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს რეგლამენტს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი.
6.საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობას ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
7.საუწყებათაშორისო საექსპერტო-სალიცენზიო საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება შეყვანილნი იყვნენ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე მეწარმე სუბიექტების წარმომადგენლები. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №448 - სსმ I, №28 07.10.2004 წ., მუხ.133 საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1697 – ვებგვერდი, 14.12.2017წ.
Изменения, которые прошла эта статья
Approval of the regulations governing the interagency expert licensing council now rests with the Minister of Environmental Protection and Agriculture.
акт об изменении №3888837Article 61 now explicitly details that the Interagency Expert Licensing Council reviews applications, projects, and supporting documentation for wildlife use licenses, issuing formal opinions recorded in meeting minutes. It also establishes rules regarding council composition (excluding applicants) and ministerial approval of its regulations and membership.
акт об изменении №32740Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.