1.სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავების, ეროვნული სისტემის განვითარების, შესაბამისი რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან სამეცნიერო-კვლევითი სფეროს ან/და დარგობრივი საექსპერტო წრეების წარმომადგენელთაგან იქმნება საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭო.
2.საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს წევრობა არ ანაზღაურდება. საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
3.საექსპერტო-საკონსულტაციო საბჭოს დაკომპლექტებისა და ფუნქციონირების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4067 – ვებგვერდი, 28.12.2018წ.






