1.საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დარგში მმართველობით ფუნქციას ასრულებს ტურიზმისა და კურორტების დარგის მართვის აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანო, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს დარგში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს შესაბამის ნორმატიულ აქტებს და კონტროლს უწევს ამ კანონის შესრულებას.
2.დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანოს ნორმატიული აქტები სავალდებულოა ტურისტულ და საკურორტო საქმიანობასთან დაკავშირებული უწყებების, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის.
3.დარგის მართვის უფლებამოსილი ორგანო: ა) შეიმუშავებს და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში წარადგენს ტურიზმისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის ძირითად მიმართულებებს, მისი განხორციელების პროგრამებს და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ა 1 ) დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისას უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების შესრულებას; ბ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან და სხვა დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმებით ამტკიცებს თითოეული კურორტის დებულებას; გ) საერთაშორისო ტურიზმის განვითარების მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს საპასპორტო და სავიზო მომსახურების გასამარტივებლად; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს ურთიერთობას საქართველოს და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესაბამისად ხსნის წარმომადგენლობებს უცხოეთში; ე) ხელს უწყობს ინვესტიციების მოზიდვას ტურიზმისა და კურორტების ინფრასტრუქტურის შექმნისა და განვითარების მიზნით; ვ) შეიმუშავებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების გამოყენების პროგრამებს; ზ) მონაწილეობს მქონე რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და არქიტექტურული დაგეგმარების პროექტების დამტკიცებაში; თ) ხელს უწყობს სანიტარიული დაცვის ზონების დებულებით დადგენილი რეჟიმის დაცვას; ი) ქვეყნის ისტორიულ-კულტურული, ბუნების ძეგლებისა და საკურორტო ტერიტორიების დაცვისა და შენარჩუნების მიზნით დაინტერესებულ უწყებებთან ერთად შეიმუშავებს ტურისტებით დატვირთვის რეჟიმს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწესებს ამ რეჟიმის დაცვის კონტროლს; კ) ხელს უწყობს არსებული სამეცნიერო-პრაქტიკული პოტენციალის გამოყენებასა და განვითარებას; ლ) უზრუნველყოფს ტურიზმისა და კურორტების დარგში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების განხორციელებას, თავისი სპეციალისტების პროფესიულ ზრდასა და სრულყოფას; მ) ხელს უწყობს დარგში მომუშავე პირების სოციალურ დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5293 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6845 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6995 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
