საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ
Статья 18. საქართველოს იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცება ან მასთან შეერთება, რომელიც რატიფიცირებას არ ექვემდებარება
Редакция №17 Сверено с действующей редакцией · 18 окт. 2022 г.
საქართველოს მთავრობა დადგენილებით იღებს გადაწყვეტილებას იმ საერთაშორისო ხელშეკრულების დამტკიცების ან მასთან შეერთების შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებას ან მასთან შეერთებას და ძალაში შესვლის მიზნით საჭიროებს შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელებას. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1053 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3379 – ვებგვერდი, 21.09.2018წ.
