1.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების აღრიცხვასა და რეგისტრაციას.
2.საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების ტექსტი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში გადაეცემა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ გამოსაქვეყნებლად. საქართველოს 2009 წლის 22 ოქტომბრის კანონი №1882 - სსმ I, №33, 09.11.2009 წ., მუხ.204
