საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე აწვდის მას საერთაშორისო დაცვის საკითხზე შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ინფორმაციას, ამ კანონის მე-5 მუხლის გათვალისწინებით; ბ) ამ კანონის 53-ე და 54-ე მუხლების შესაბამისად, სამინისტროს მიმართვის საფუძველზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცემს საქართველოს ვიზას საქართველოში გამომგზავრების მსურველ საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ან საერთაშორისო დაცვის მქონე, თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის წევრზე/წევრებზე; გ) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების დახმარებით ხელს უწყობს ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის ნებაყოფლობით რეპატრიაციას.
Статья 82. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
Редакция №2 Сверено с действующей редакцией · 25 июн. 2026 г.
Темы:Временные визы


