წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი მოიცავს: ა) წყლის აღრიცხვას და ეკონომიკურ შეფასებას; ბ) ეკონომიკურად დასაბუთებული წყალსარგებლობის გადასახდელების სისტემას; გ) წყლის დაცვის, აღდგენის და წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილებისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებების ბიუჯეტიდან დაფინანსებას; დ) წყლის დაცვისა და მისი ობიექტებით სარგებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისთვის ეკონომიკურად დასაბუთებული ჯარიმების სისტემას; ე) წყლით უკანონო სარგებლობისას, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით ჩამორთმეული ტექნიკური და სატრანსპორტო საშუალებების და წყლის სასაქონლო პროდუქციის რეალიზაციით მიღებული სახსრების, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ნებაყოფლობითი შეწირულობების მიზანმიმართულ გამოყენებას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Статья 68. წყლის დაცვისა და გამოყენების ეკონომიკური რეგულირების მექანიზმი
Редакция №27 Сверено с действующей редакцией · 30 июн. 2023 г.
История этой статьи· 1
Изменения, которые прошла эта статья
- · опубл. 5 апр. 2013 г.
Modifies subparagraph 'b' concerning the economic justification of water use fees.
акт об изменении №1887164
Специалисты в этой области
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.



