წყლის რესურსების მართვის შესახებ
Статья 33. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის სისტემა
1. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას ექვემდებარება მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირების წყალსარგებლობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტიდან დღე-ღამეში 1 მ 3 -ზე მეტი მოცულობის წყლის აღება; ბ) ამ წყალსარგებლობისას ხორციელდება წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლის ჩაშვება.
2. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვას აწარმოებსსამინისტრო.
3. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვა ხორციელდება ელექტრონული ფორმით.
4. წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესი და პირობები დგინდება „წყლის გამოყენების სახელმწიფო აღრიცხვის წარმოების წესით“, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
5. აღრიცხვას ასევე ექვემდებარება მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოსაპოვებელი ჭაბურღილები ტექნიკური რეგლამენტის − „მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლის მოპოვების მიზნით ჭაბურღილების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. თავი IX წყალდიდობის რისკის მართვა
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
წყლის რესურსების მართვის შესახებ
