Статья 74. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა
1. წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიზნით საქართველოში მოქმედებს წყლის დაცვისა და გამოყენების მართვის ერთიანი სახელმწიფო სისტემა. ამ სისტემის მიზანია: ა) წყლით რაციონალური სარგებლობის სახელმწიფო პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაციის უზრუნველყოფა; ბ) გაბინძურების, დანაგვიანების და დაშრეტისაგან წყლის დაცვის უზრუნველყოფა; გ) წყლის მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება და მისი შედეგების ლიკვიდაცია; დ) ყველა ფიზიკური და იურიდიული პირისათვის წყალსარგებლობის თანაბარ შესაძლებლობათა უზრუნველყოფა; ე) თავისუფალი ეკონომიკური კავშირების განვითარება; ვ) წყლის დაცვისა და გამოყენების სფეროში საერთაშორისო კავშირების განვითარება და წყლის სასაქონლო პროდუქციის წარმოებისა და ვაჭრობის, მათ შორის, იმპორტისა და ექსპორტის რეგულირება საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების შესაბამისად; ზ) წყალსარგებლობის სფეროში ანტიმონოპოლიური პოლიტიკის გატარება; თ) წყალმოსარგებლეთა, მათ შორის უცხოელების, აუცილებელი გარანტიების უზრუნველყოფა და წყალსარგებლობაზე მათი უფლებების დაცვა.
2. საქართველოში წყლის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო მართვას ახორციელებს სამინისტრო, აგრეთვე თავიანთი კომპეტენციების ფარგლებში ახორციელებენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ორგანოები.
3. წყლის დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო მართვა ხორციელდება აღრიცხვის, მონიტორინგის, ლიცენზირების, კონტროლისა და ზედამხედველობის მეშვეობით. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის კანონი №2805-სსმI, №20, 19.04.2010წ., მუხ.110 საქართველოს 2012 წლის 8 მაისის კანონი №6164 – ვებგვერდი, 25.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1688 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3093 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6902 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
