საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან/და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილებებია: ა) ნიადაგის დაბინძურების მონიტორინგის ორგანიზება; ბ) წყლის რესურსების სახელმწიფო მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების მართვის აუზური პრინციპების გამოყენებით; [ ბ) წყლის რესურსების მართვის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება მდგრადი განვითარებისა და წყლის რესურსების სააუზო მართვის პრინციპების გამოყენებით; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] გ) წყლის ობიექტების დაცვა ისეთი უარყოფითი ზემოქმედებისაგან, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას, გააუარესოს წყალმომარაგების პირობები და გამოიწვიოს მისი ხარისხობრივი ცვლილებები; დ) განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალსარგებლობის შეზღუდვის, შეჩერების ან აკრძალვის ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება; ე) დასახლებული ადგილების ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ორგანიზება; ვ) ხმაურის, ვიბრაციის, არამაიონებელი გამოსხივების მონიტორინგის ორგანიზება; ზ) რადიაციული ფონის მონიტორინგის ორგანიზება; თ) მაიონებელი გამოსხივების გამომყენებელ ობიექტებში დოზიმეტრული მონიტორინგის უზრუნველყოფა; ი) ბირთვული და რადიაციული საქმიანობის ავტორიზაცია; კ) სურსათის უვნებლობის პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ლ) სურსათის უვნებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; მ) განსაკუთრებით საშიში ინფექციებით მკვდარი ცხოველისა და ფრინველის სამარხების მოწყობის ნორმების დადგენა და მათი აღრიცხვა; ნ) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეგისტრაცია; ო) პესტიციდების ტრანსპორტირების, რეალიზაციის, შენახვა-დასაწყობების პირობების სახელმწიფო ზედამხედველობა; პ) ცხოველთა ვაქცინაცია ეპიზოოტიის საფრთხის შემთხვევაში; ჟ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის კონტროლის და სასმელი წყლის გარე, შერჩევითი ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება; რ) სამინისტროსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების (მათ შორის, ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების) სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2619 – ვებგვერდი, 06.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4091 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2023 წლის 16 ივნისის კანონი №3289 – ვებგვერდი, 06.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ივნისის კანონი №3430 – ვებგვერდი, 20.07.2023წ. მუხლი 35. სხვა სამინისტროების კომპეტენციები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში 1. სამინისტრო და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
2.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა საქართველოს თავდაცვის ძალებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
3.სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად საქართველოს თავდაცვის ძალებისთვის ადგენს სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
4.პენიტენციურ დაწესებულებებში პენიტენციური სამსახურის კომპეტენციაა: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა; ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრევენციული ღონისძიებების განხორციელება.
5.სამინისტრო და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო პენიტენციური დაწესებულებებისთვის ერთობლივად ადგენენ შესაბამის სანიტარიულ და ჰიგიენურ ნორმებს.
6.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებული არიან დაუყოვნებლივ მიაწოდონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურს ინფორმაცია ნებისმიერი შემთხვევის შესახებ, რომელმაც შესაძლებელია საშიშროება შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.
7.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილი წესით გადასცემენ სამინისტროს სამედიცინო სტატისტიკურ მონაცემებს.
8.საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, პენიტენციური სამსახური და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თანამშრომლობენ სამინისტროსთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ქიმიური ავარიებით გამოწვეული საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას. საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი №2729-სსმI, №12, 24.03.2010წ., მუხ.65 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №492 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1794 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3548 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3943 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1691 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3115 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3599 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №359 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3532 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3845 – ვებგვერდი, 15.12.2023წ.
