Статья 21
1. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, 1997 წლის საშემოდგომო სესიის დამთავრებამდე საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარის კანდიდატურა.
2. დაევალოს საქართველოს კონტროლის პალატას, 1998 წლის 30 მარტამდე ჩამოაყალიბოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურო.
3. დაევალოს თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარეს, 1998 წლის 30 მარტამდე საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბიუროს დებულება.
4. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს თავმჯდომარემ დებულების დამტკიცებიდან 30 დღის ვადაში შეადგინოს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრი, რომელთათვისაც, ამ კანონის შესაბამისად, ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციების შევსება სავალდებულოა.
5. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ საარსებო მინიმუმის ოდენობის განსაზღვრამდე, ამ კანონის მიზნებისათვის, საარსებო მინიმუმი განისაზღვროს ასი ლარით.
6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს ხარჯები“ ცალკე პუნქტად გამოყოს საქართველოს ბიუჯეტის კანონში.
7. ამ კანონის მე -2 მუხლით გათვალისწინებულმა პირებმა ქონებრივი მდგომარეობის და საფინანსო დეკლარაციები თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროში წარადგინონ 1998 წლის 15 აგვისტოდან 1 დეკემბრამდე .
8. დაევალოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს, 1998 წლის 1 იანვრამდე გამოყოს შენობა თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიუროს განსათავსებლად.
9. (ამოღებულია).
10. გაუქმდეს ამ კანონის დანართები – თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ფორმები.
11. თანამდებობის პირთა ქონებრივი და საფინანსო მდგომარეობის საინფორმაციო ბიურომ 2004 წლის 1 ივნისამდე შეიმუშაოს და საქართველოს იუსტიციის მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგინოს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების ახალი ფორმები. საქართველოს 1998 წლის 12 ივნისის კანონი №1453-პარლამენტის უწყებანი, №23-24, 30.06.1998წ., გვ.56 საქართველოს 1998 წლის 1 სექტემბრის კანონი №1558-სსმI, №2, 26.10.1998წ., მუხ.3 საქართველოს 1998 წლის 13 დეკემბრის კანონი №1733-სსმI, №7, 31.12.1998წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3314-სსმI, №6, 09.03.2004წ., მუხ.25
