Статья 10. დისკრიმინაციის დაუშვებლობა
ეს კანონი დისკრიმინაციის გარეშე უნდა გავრცელდეს თავშესაფრის მაძიებელსა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირზე, განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, ასაკისა, მოქალაქეობისა, წარმოშობისა, დაბადების ადგილისა, საცხოვრებელი ადგილისა, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობისა, რელიგიისა ან რწმენისა, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილებისა, პროფესიისა, ოჯახური მდგომარეობისა, ჯანმრთელობის მდგომარეობისა, შეზღუდული შესაძლებლობისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულებისა და სხვა ნიშნისა. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №437 – ვებგვერდი, 04.04.2025წ.
