Статья 72. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური: ა) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ახდენს მისი საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის იდენტიფიცირებას, ამასთანავე, მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტავს მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და შესაბამის დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ უგზავნის სამინისტროს; ბ) სასჯელის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 2 კვირისა, ხოლო სხვა საფუძვლით გათავისუფლებისას – გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის გათავისუფლების თარიღს; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირის (პირების) თავშესაფრის მაძიებელთან ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირთან შეხვედრის ორგანიზებას დაკავების ადგილას ან პენიტენციურ დაწესებულებაში; დ) შესაბამისი მოთხოვნის არსებობისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს უფლებამოსილი თანამდებობის პირისათვის (პირებისათვის) თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტების ასლების გადაგზავნას, მათ შორის, სამგზავრო დოკუმენტისა, მისი არსებობის შემთხვევაში; ე) სამინისტროს აწვდის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას, მათ შორის, დაქტილოსკოპიურ მონაცემებს. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
