Статья 71. საქართველოს პროკურატურა
Редакция №11 Сверено с действующей редакцией · 26 июн. 2025 г.
1. საექსტრადიციო პროცედურების განხორციელებისას საქართველოს პროკურატურა ვალდებულია ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს მისთვის გასაგებ ენაზე, წერილობით განუმარტოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლება.
2. საქართველოს პროკურატურა დაუყოვნებლივ აწვდის სამინისტროს საექსტრადიციო პროცედურაში მყოფი პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას.
3. საქართველოს პროკურატურა აწვდის სამინისტროს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის საექსტრადიციო დოკუმენტაციას.
