საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Статья 165^1. პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/ მსჯავრდებულის ძებნა
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ − სპეციალური პენიტენციური სამსახური) გენერალური დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე პროკურორი გამოსცემს დადგენილებას პენიტენციური დაწესებულებიდან ან მოთავსების სხვა ადგილიდან გაყვანისას/გადაყვანისას ან ექსტრადიციისას გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის პოლიციის ორგანოების მეშვეობით ძებნის შესახებ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №945 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3126 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
