„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Статья 25. ბიუროს წარმომადგენლის ჩართულობა ღია და დახურულ კონკურსში
1. ბიუროს წარმომადგენელს უფლება აქვს, დაესწროს საჯარო დაწესებულებაში მიმდინარე კონკურსს მონიტორინგის მიზნით.
2. ბიუროს წარმომადგენელი კონკურსში შესაძლებელია ჩაერთოს საჯარო დაწესებულების დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე ან ბიუროს უფროსის გადაწყვეტილებით.
3. ბიუროს უფროსი, საჯარო დაწესებულების მოთხოვნის საფუძველზე, ბიუროს წარმომადგენლის კონკურსზე დასწრების საკითხს წყვეტს საჭიროებიდან გამომდინარე.
4. ბიუროს წარმომადგენელი, კონკურსზე დასწრების შემთხვევაში, ამზადებს ანგარიშს კონკურსის მიმდინარეობის შესახებ და წარუდგენს ბიუროს უფროსს. თავი III. გამარტივებული კონკურსი
