„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Статья 26. გამარტივებული კონკურსით პირის საჯარო სამსახურში მიღება
1. კანდიდატი საჯარო სამსახურში შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მისაღებად შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.
2. კანდიდატი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად ასევე შეირჩევა გამარტივებული კონკურსის საფუძველზე.
3. გამარტივებული კონკურსი ტარდება ამ თავით დადგენილი წესების შესაბამისად.
4. საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები შესაძლებელია შეირჩეს ამ წესის მე-2 თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
