1.აკრძალულია შვილად აყვანის მსურველ პირსა/ მშვილებელსა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მშობელს ( მშობლებს) ან სხვა კანონიერ წამომადგენელს შორის წინასწარი მოლაპარაკება ან გარიგება შვილად აყვანის მიზნით, აგრეთვე ბავშვის, ბავშვის გაშვილების მსურველი პირის ან შვილად აყვანის მსურველი პირის/ მშვილებლის შესახებ ინფორმაციის მოძიება ან გავრცელება.
2.აკრძალულია შვილად აყვანის მიზნით ფეხმძიმე ქალის წინასწარ შერჩევა და მისი სამშობიაროდ საქართველოს ფარგლების გარეთ გაყვანის შესაძლებლობის შექმნა ან ასეთი ქმედებისთვის ხელის შეწყობა.
3.აკრძალულია შვილად აყვანის მსურველი პირის/ მშვილებლის მიერ საერთაშორისო შვილად აყვანა და ბავშვის მოძიება კომპეტენტური ორგანოს მონაწილეობის გარეშე. თავი III საქართველოში ბავშვის შვილად აყვანა






