1.შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.შვილად აყვანის დროს დაცული უნდა იქნეს რეესტრში არსებული რიგითობა, მშვილებლისა ( მშვილებლებისა) და გასაშვილებელი ბავშვის თავსებადობის გათვალისწინებით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.შეთავაზებულ ბავშვზე მშვილებლის ( მშვილებლების) მიერ უარის თქმის შემთხვევაში მშვილებელი ინარჩუნებს რეესტრში არსებულ რიგითობას და მას ( მათ) უნდა შესთავაზონ სხვა ბავშვი მის ( მათ) მიერ განაცხადში ბავშვის შესახებ მითითებული კრიტერიუმების შესაბამისად, ხოლო ის ბავშვი, რომელზედაც მან ( მათ) უარი თქვა ( თქვეს), დადგენილი წესით უნდა შესთავაზონ სხვა მშვილებელს ( მშვილებლებს).
3.მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ერთი და იმავე მშვილებლისთვის ახორციელებს მხოლოდ 2 შეთავაზებას რეესტრში აღრიცხული ბავშვის შვილად ასაყვანად. თუ მშვილებელმა შეთავაზებებზე უარი განაცხადა, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას მშვილებლის რეესტრში აღრიცხვიდან მოხსნის თაობაზე, რაც დაუყოვნებლივ ეცნობება სააგენტოს.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით დაწესებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც მშვილებელს განსხვავებული საჭიროების მქონე ბავშვი შესთავაზეს ან მშვილებლის ინიციატივით ჩატარებული სამედიცინო შემოწმების შედეგები განსხვავდება გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული მონაცემებისგან.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.