შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
2.საქართველო იყენებს უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მომსახურებას საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიერ უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანასთან დაკავშირებით.
3.საერთაშორისო შვილად აყვანასთან დაკავშირებით უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოსთან თანამშრომლობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური ორგანო.
4.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს არ მიანიჭოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო არ საჭიროებს მის მომსახურებას.
5.ცენტრალურ ორგანოს უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუწყვიტოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება ან არ განუახლოს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის შეწყვეტილი უფლებამოსილება, თუ იგი არაჯეროვნად ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობებს, აღარ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს ან ცენტრალური ორგანო აღარ საჭიროებს მის მომსახურებას. ცენტრალურ ორგანოს ასევე უფლება აქვს, უცხო ქვეყნის აკრედიტებულ ორგანოს შეუჩეროს საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის უფლებამოსილება, თუ იგი არ აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს.
6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უცხო ქვეყნის აკრედიტებული ორგანოს მეშვეობით რეგისტრირებულ მშვილებლებს ( მშვილებელს) ცენტრალური ორგანო გასაშვილებელ ბავშვს არ შესთავაზებს, ხოლო შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანის პროცედურები არ გაგრძელდება, გარდა შვილად აყვანის საქმის სასამართლო განხილვის ეტაპისა.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.