შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
1.ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას.
2.ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა.
3.ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/ მზრუნველობა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა.
4.დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს.
5.დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი.
6.დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4439 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
1. ბავშვის ოჯახურ გარემოში აღზრდა ემსახურება მისი საუკეთესო ინტერესების დაცვას. 2. ბავშვის შვილად აყვანის ან მინდობით აღზრდის თაობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ემსახურებოდეს მისთვის ისეთი სტაბილური ოჯახური გარემოს შექმნას, რომელიც ეფუძნება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, აღემატება მინდობით აღზრდის მიზნით გადაცემისათვის სახელმწიფოს მიერ დადგენილ სტანდარტებს და რომელშიც ბავშვს ექნება იმაზე უკეთესი პირობები და განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც შვილად აყვანამდე ან მინდობით აღზრდამდე ჰქონდა. 3. ბავშვზე მზრუნველობის უპირატესი ფორმებია: ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდა, მეურვეობა/ მზრუნველობა, შვილად აყვანა და მინდობით აღზრდა. 4. დაუშვებელია დედმამიშვილების დაშორება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს შეესაბამება მათ საუკეთესო ინტერესებს. 5. დაუშვებელია ბავშვის შვილად აყვანა იმ ადამიანის მიერ, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. 6. დაუშვებელია ბავშვის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა იმ ადამიანისთვის, რომელიც თავს არცერთ ბიოლოგიურ სქესს არ მიაკუთვნებს ან თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ანდა რომლის სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ამ პუნქტის მიზნებისთვის ბიოლოგიური სქესი არის მემკვიდრეობითი გენეტიკური მახასიათებლების მიხედვით იდენტიფიცირებული სქესი. საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი №4439 – ვებგვერდი, 03.10.2024წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
ნინო ლიპარტიაДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
Иосеб ГабараевДоктор юридических наук, профессор, юрист.Независимый
Нино ХуцишвилиიურისტიНезависимый
Миа ЗойдзеЮрист, соучредитель компании «Giorgi Pantsulaia and Partners».Компания
სალომე მიქაუტაძეНезависимый
Лексо СвимонишвилиადვოკატიКомпания