1.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.ეს კანონი ადგენს შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის წესებსა და პირობებს, აწესრიგებს ურთიერთობებს, რომლებიც შვილად აყვანისას/ მინდობით აღზრდისას წარმოიშობა სახელმწიფოსა და მშვილებელს/ მინდობით აღმზრდელს შორის, აგრეთვე განსაზღვრავს წარმოშობის სახელმწიფოსა და მიმღებ სახელმწიფოს შორის ურთიერთობებს.
3.ეს კანონი გამოიყენება: ა) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/ და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; ბ) უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა; გ) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა; დ) საქართველოში ან უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის მიმართ, რომელიც ექვემდებარება შვილად აყვანას; ე) საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელიც ექვემდებარება მინდობით აღზრდას.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.