„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის
Статья 23. სანქციები
1. ამ მუხლით განსაზღვრული დარღვევის გამოვლენისას სააგენტოს უფლება აქვს, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შესაბამისი კომერციული ბანკის ან მიკრობანკის მიმართ გამოიყენოს შემდეგი სახის სანქციები: ა) გაუგზავნოს წერილობითი გაფრთხილება; ბ) დააკისროს ფულადი სანქცია.
2. კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს შეიძლება დაეკისროს ფულადი სანქცია, თუ იგი: ა) დეპოზიტორებს ამ კანონისა და შესაბამისი ინსტრუქციის თანახმად არ მიაწვდის ინფორმაციას დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 1 000 ლარი; ბ) სააგენტოს შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ფორმით ან პერიოდულობით არ წარუდგენს ზუსტ ინფორმაციას დეპოზიტების შესახებ. ფულადი სანქციის ოდენობაა 10 000 ლარი; გ) ამ კანონითა და შესაბამისი ინსტრუქციით განსაზღვრული ოდენობით ან განსაზღვრულ ვადაში არ გადაიხდის პირველად შენატანს, რეგულარულ სადაზღვევო შენატანს ან სპეციალურ სადაზღვევო შენატანს. ფულადი სანქციის ოდენობაა გადასახდელი თანხის 0.06% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
3. კომერციული ბანკისა და მიკრობანკის მიმართ გამოსაყენებელი სანქციის სახე თანხმდება საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
4. ამ მუხლის შესაბამისად კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის დაკისრებული ფულადი სანქციების თანხები მიიმართება ფონდში.
5. ამ მუხლით განსაზღვრული ფულადი სანქციის თანხის გადახდა კომერციულ ბანკს ან მიკრობანკს არ ათავისუფლებს ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ვალდებულების შესრულებისგან.
6. კომერციული ბანკისა და მიკრობანკისთვის ფულადი სანქციის დაკისრებისა და გადახდევინების წესი განისაზღვრება სააგენტოს უფროსის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციით. გამოიცემა სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი − ბრძანება ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე.
7. ფულადი სანქციის დაკისრების თაობაზე სააგენტოს უფროსის კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის − ბრძანების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი იძულებით აღსრულდება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2606 – ვებგვერდი, 10.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3952 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. თავი VI გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
