Статья 14. ცენტრის მართვის ორგანოები
1. ცენტრის მართვის ორგანოებია: მზღვეველთა კრება და ცენტრის დირექტორი.
2. ცენტრის მზღვეველთა კრებას აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: ა) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის წესდება და მიიღოს თანხმობა; აღნიშნული პროცედურის დაცვით შეიტანოს ცენტრის წესდებაში ცვლილებები; ბ) უზრუნველყოს ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის აღსრულება; გ) განიხილოს და დაამტკიცოს ცენტრის ყოველწლიური საფინანსო-ეკონომიკური გეგმა და განსაზღვროს მზღვეველის მიერ ცენტრის ადმინისტრაციული ხარჯებისათვის შენატანის ოდენობა; დ) ამ კანონთან შესაბამისობის დასადასტურებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს წარუდგინოს ცენტრის დირექტორის კანდიდატურა და მიიღოს თანხმობა მის დანიშვნაზე ან გათავისუფლებაზე; ე) დაამტკიცოს ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა; ვ) ცენტრის წესდებით განსაზღვროს ცენტრის მზღვეველთა კრების მოწვევისა და გადაწყვეტილების მიღების წესები; ზ) შეასრულოს სხვა ფუნქციები, რომლებიც განსაზღვრულია ცენტრის წესდებით და არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
