Статья 15. სოციალური მუშაკის ძირითადი ფუნქციები
1. სოციალური მუშაკის ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა პრევენციული სოციალური მუშაობის ჩატარება.
2. სოციალური მუშაკის სპეციალიზაციის მიუხედავად, მისი ძირითადი ფუნქციებია: ა) სოციალური მუშაობის ფარგლებში განახორციელოს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები; ბ) იზრუნოს ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის დაცვაზე, მათ შორის, მისი უფლებების დაცვაზე; გ) იზრუნოს ბენეფიციარის კეთილდღეობაზე, განახორციელოს მისი ადვოკატირება და დაიცვას მისი უფლებები; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კონსულტაცია გაუწიოს ბენეფიციარს, თავიდან აიცილოს კრიზისი და დროულად ჩაერიოს მასში, მოახდინოს ბენეფიციარის მხარდაჭერა; ე) ბენეფიციარის უშუალო მონაწილეობით დაგეგმოს და განახორციელოს სოციალური მუშაობის პროცესი; ვ) იმუშაოს სოციალურ საკითხებზე; ზ) მოახდინოს სოციალური კეთილდღეობის სფეროში არსებული პრობლემის იდენტიფიცირება, შეიმუშაოს პროფესიული ინიციატივები და მოიძიოს პრობლემის გადაჭრის გზები; თ) ითანამშრომლოს სოციალურ სფეროში დასაქმებულ სხვა პროფესიის წარმომადგენლებთან, აგრეთვე კერძო და საჯარო დაწესებულებებთან; ი) მოახდინოს სასიკეთო ცვლილებების ინიციირება და განახორციელოს ისინი; კ) გაააქტიუროს ინდივიდების, ჯგუფების, ორგანიზაციებისა და საზოგადოების მისწრაფება სოციალური განვითარებისკენ; ლ) განახორციელოს პროფესიული საქმიანობის თვითშეფასება, აგრეთვე საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს ზედამხედველობის პროცესში.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სოციალური მუშაობის შესახებ
