Статья 43. სოციალური მუშაკის კომპეტენციები
1. სოციალური მუშაკი ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად უნდა ფლობდეს შემდეგ კომპეტენციებს: ა) სტრატეგიული კომპეტენცია – ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, შედეგზე ორიენტირებული მიზნებისა და ამოცანების საფუძველზე საკუთარი საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვა; ბ) მეთოდოლოგიის გამოყენების კომპეტენცია – სოციალური მუშაობის ბენეფიციარის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სოციალური მუშაობის მეთოდების და ფსიქოსოციალური კონცეფციების გამოყენებით წარმართვა; გ) სოციალურ-პედაგოგიური კომპეტენცია – ბენეფიციართა მიზნობრივ ჯგუფებთან პედაგოგიურ-აღმზრდელობითი მუშაობის ჩატარება; დ) სამართლებრივი კომპეტენცია – სამართლებრივ საკითხებზე ბენეფიციარისათვის კონსულტაციის გაწევა და სოციალური მუშაობისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ბაზის გამოყენებით აუცილებელი დოკუმენტაციის წარმოება; ე) ადმინისტრაციული კომპეტენცია – ბენეფიციარის სპეციალური საჭიროებების დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად სამთავრობო ან/და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიზნობრივი და კოორდინირებული მუშაობის წარმართვა; ვ) პერსონალური კომპეტენცია – საკუთარი პროფესიონალიზმის სრულყოფისათვის პიროვნული უნარების გაუმჯობესებაზე ზრუნვა; ზ) კომუნიკაციის კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის კომუნიკაციის ვერბალური და არავერბალური ფორმების გამოყენებით წარმართვა; თ) პროფესიულ-ეთიკური კომპეტენცია – სოციალური მუშაობის პროფესიული ეთიკის ნორმებისა და ღირებულებების საფუძველზე წარმართვა; ი) პროფესიული განვითარების კომპეტენცია – ბენეფიციართან სოციალური მუშაობის სრულყოფისათვის საკუთარ უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
