1.პრობაციის ოფიცერი ამ კანონის პირველი მუხლის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიების გამოყენების შესახებ: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და უწევს მას დახმარებას; გ) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ
